Sunday, March 19, 2017

პროექტი- გლობალური საფრთხეები

პროექტის სახელწოდება:  გლობალური საფრთხეები
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა შეძლონ გლობალური საფრთხეების გათავისება. მოიძიონ, გამოიკვლიონ, იმსჯელონ თუ რა გლობალური საფრთხეები არსებობს ჩვენს ქვეყანაში და დასახონ პრობლემის გადაჭრის გზები.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები შეძლებენ გლობალური დათბობით გამოწვეული რეალური საფრთხეების გაანალიზებას.  იმსჯელებენ და დასახავენ მიზნებს რა საშუალებებითაა შესაძლებელი გლობალური საფრთხეების შეჩერება. მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ რეალურ ცხოვრებაში და გაუზიარებენ სხვებს.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა შეძლონ გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებული ინფორმაციის და ვიზუალური მასალის მოძიება, პრეზენტაციის, კედლის გაზეთის და ფლაირების შექმნა.
მონაწილეთა ასაკი:  14-15
ვადები/ხანგრძლივობა:  3 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები: პრეზენტაცია, კედლის გაზეთი, ფლაიერები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, Power Point, ფორმატი, თაბახის ფურცლები.
პროექტის მსვლელობა: (ძირითადი აქტივობები):
1. მოსწავლეებთან ერთად ვარჩევ თემას.
2. კლასს ვყოფ 4 ჯგუფად. თითოეული ჯგუფი ირჩევს  ჯგუფის ლიდერს.  ჯგუფს ვაძლევ დავალებას. მოიძიონ ინფორმაცია კონკრეტულ საკითხზე  და იმსჯელონ თუ როგორ შეუძლიათ პრობლემის მოგვარება.

I  ჯგუფი -გამონაბოლქვი
II  ჯგუფი -გარემოს დანაგვიანება
III  ჯგუფი - არაჯანსაღი საკვები
IV  ჯგუფი - წყლის და ელრქტროენერგიის არამიზნობრივად ხარჯვა
3. პროექტზე მუშაობისას მოხდება დოკუმენტური ფილმის ჩვენება და განხილვა.
4. ჯგუფებში გადანაწილების შემდეგ მოსწავლეები მოიძიებენ კონკრეტულ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით. მსჯელობის და დახარისხების შემდეგ დამუშავებული ინფორმაცია გადააქვთ ფორმატის ფურცელზე, კედლის გაზეთზე, ასევე  ქმნიან პრეზენტაციას და ფლაიერებს.
5. პროცესის  გაკონტროლება მოხდება ჩემს მიერ  კვირაში ერთხელ.
6. ჯგუფების შეხვედრების ორგანიზება მოხდება ჯგუფის ლიდერის მიერ ეტაპობრივად.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია
ისტი, ინგლისური ენა.
 უცხ.ს.V.18. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი მოხსენების წარმოდგენა (პრეზენტაცია) მისთვის საინტერესო თემაზე.
•         გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული ინფორმაციისადმი/ განსახილველი საკითხისადმი;
•         საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას;
                   მოჰყავს ფაქტები, მაგალითები
უცხ.ს.V.22. მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
უცხოურ ენაზე განახორციელებს სხვადასხვა ტიპის პროექტს
უცხ.ს.V.25. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს რესურსები სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.
•         მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;

პროექტის ხელმძღვანელი: მარიამ დალაქიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mariamdalakishvili87@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://mariamdalakishvili.blogspot.com/


Tuesday, March 14, 2017

ავტობიოგრაფია

 მარიამ დალაქიშვილი  დავიბადე 1987 წლის 6 თებერვალს.  2004  წელს დავამთავრე მუხრანის #1 საჯარო სკოლა. 2008 წელს დავამთავრე თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი-უცხო ენების ფაკულტეტი.
2008 წელს დავიწყე მუშაობა წმინდა გიორგის სახელობის საერო სკოლაში. შემდეგ ვმუშაობდი პატარა ქანდის საჯარო სკოლაში. 2015 წლიდან ვმუშაობ მუხრანის # 1 საჯარო სკოლაში.

რაჭა

რაჭასაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით - იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდა ქართლი, დასავლეთით - ლეჩხუმი. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემო რაჭა და ქვემო რაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.

ადრეულ პერიოდში რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომელიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. X საუკუნის ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომლის პირველი ერისთავი რატი ბაღვაში იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების - კახაბერისძეთა გვარსახელი. XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით ნარინმა გააუქმა საერისთავო და ეს ტერიტორია სამეფო მამულებად გამოაცხადა. შემდგომში საერისთავოს აღდგენის შემდეგ ერისთავის ტიტულს ჭარელიძეთა, უფრო მოგვიანებით კი ჩხეტიძეთა საგვარეულო ატარებდა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, რაჭის ტერიტორია ქმნიდა ჯერ ოკრუგს, შემდეგ - მაზრას.





ვახუშტი ბაგრატიონის (ბატონიშვილის) „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“- მიხედვით, რაჭის მხარეს სხვადასხვა დროს განაგებდა რამდენიმე თავადური საგვარეულო: წულუკიძე, იაშვილი, ჯაფარიძე, ინასარიძე, ლაშხისშვილი.