პროექტის სახელწოდება: გლობალური საფრთხეები
პროექტის მთავარი
იდეა: მოსწავლეებმა შეძლონ გლობალური საფრთხეების გათავისება.
მოიძიონ, გამოიკვლიონ, იმსჯელონ თუ რა გლობალური საფრთხეები არსებობს ჩვენს ქვეყანაში
და დასახონ პრობლემის გადაჭრის გზები.
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები შეძლებენ გლობალური დათბობით გამოწვეული რეალური საფრთხეების გაანალიზებას. იმსჯელებენ და დასახავენ მიზნებს რა საშუალებებითაა
შესაძლებელი გლობალური საფრთხეების შეჩერება. მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ რეალურ ცხოვრებაში
და გაუზიარებენ სხვებს.
პროექტის მიზნები:
მოსწავლეებმა შეძლონ გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებული ინფორმაციის და ვიზუალური
მასალის მოძიება, პრეზენტაციის, კედლის გაზეთის და ფლაირების შექმნა.
მონაწილეთა ასაკი: 14-15
ვადები/ხანგრძლივობა:
3 კვირა
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები:
პრეზენტაცია, კედლის გაზეთი, ფლაიერები.
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, Power Point, ფორმატი, თაბახის
ფურცლები.
პროექტის მსვლელობა:
(ძირითადი აქტივობები):
1. მოსწავლეებთან ერთად ვარჩევ თემას.
2. კლასს ვყოფ 4 ჯგუფად. თითოეული ჯგუფი ირჩევს ჯგუფის ლიდერს. ჯგუფს ვაძლევ დავალებას. მოიძიონ ინფორმაცია კონკრეტულ
საკითხზე და იმსჯელონ თუ როგორ შეუძლიათ პრობლემის
მოგვარება.
II ჯგუფი -გარემოს
დანაგვიანება
III ჯგუფი
- არაჯანსაღი საკვები
IV ჯგუფი -
წყლის და ელრქტროენერგიის არამიზნობრივად ხარჯვა
3. პროექტზე მუშაობისას მოხდება დოკუმენტური ფილმის
ჩვენება და განხილვა.
4. ჯგუფებში გადანაწილების შემდეგ მოსწავლეები მოიძიებენ
კონკრეტულ ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით. მსჯელობის და დახარისხების შემდეგ დამუშავებული
ინფორმაცია გადააქვთ ფორმატის ფურცელზე, კედლის გაზეთზე, ასევე ქმნიან პრეზენტაციას და ფლაიერებს.
5. პროცესის გაკონტროლება მოხდება ჩემს მიერ კვირაში ერთხელ.
6. ჯგუფების შეხვედრების ორგანიზება მოხდება ჯგუფის
ლიდერის მიერ ეტაპობრივად.
საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია
ისტი, ინგლისური ენა.
უცხ.ს.V.18. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი მოხსენების
წარმოდგენა (პრეზენტაცია) მისთვის საინტერესო თემაზე.
• გამოხატავს თავის დამოკიდებულებას კონკრეტული
ინფორმაციისადმი/ განსახილველი საკითხისადმი;
• საუბრისას იყენებს ვიზუალურ მასალას;
მოჰყავს ფაქტები, მაგალითები
უცხ.ს.V.22. მოსწავლეს
შეუძლია უცხოური ენის ცოდნის საგანმანათლებლო მიზნით გამოყენება.
უცხოურ ენაზე განახორციელებს
სხვადასხვა ტიპის პროექტს
უცხ.ს.V.25. მოსწავლეს
შეუძლია გამოიყენოს რესურსები სასწავლო საქმიანობის ხელშესაწყობად.
• მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციული
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) მეშვეობით;
პროექტის ხელმძღვანელი:
მარიამ დალაქიშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
mariamdalakishvili87@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://mariamdalakishvili.blogspot.com/